2013
დასრულებული

პროექტი: “კვოტირების სისტემის კვლევა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში”
თარიღი: 2013
სტატუსი: დასრულებული

 “კვოტირების სისტემის კვლევა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში” დაფინანსდა გაეროს ასოციაციის მიერ და განხორციელდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროგრამის "ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება" (ANI) ფარგლებში.

CCIIR - ის მიერ ჩატარებული კვლევა აფასებს უმაღლეს სასწავლებლებში ეთნიკური უმცირესობებისთვის განათლების საშეღავათო პოლიტიკისა და ერთწლიანი ქართული ენის პროგრამის ეფექტურობას საქართველოში. ეთნიკური უმცირესობებისთვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული საშეღავათო პოლიტიკა მიზნად ისახავს ყველა სტუდენტს მისცეს განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობა. 2010 წლიდან დაწყებული ქართული ენის მოსამზადებელი პროგრამა დაახლოებით 1500 ეთნიკურად არაქართველ სტუდენტს აერთიანებს და მისი მიზანია ქართულ ენაზე უმაღლესი განათლების მისაღებად აუცილებელი უნარ-ჩვევებისა და ცოდნის შეძენა.

კვლევის ფარგლებში CCIIR - მა სამოქმედო პოლიტიკასთან დაკავშირებული შემდეგი საკითხები შეისწავლა: ა) რამდენად კარგად იცნობენ სამოქმედო გეგმას ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, ბ) რამდენად ეფექტურია საშეღავათო პოლიტიკა ეთნიკური უმცირესობებისთვის უმაღლესი განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, გ) რა მოთხოვნებს აკმაყოფილებს ქართული ენის ერთწლიანი პროგრამა სტუდენტების საბაკალავრო პროგრამაზე სწავლისა და სტუდენტური ცხოვრებისთვის ეფექტურად მომზადებისათვის, დ) როგორია ქართული ენის ერთწლიანი პროგრამები დაგეგმვის, განხორციელების, ინფრასტრუქტურის, სასწავლო და სტუდენტური გარემოს თვალსაზრისით ე) რა არის ის კონკრეტული პრობლემები და საკითხები, რომლებსაც აწყდებიან ეთნიკური უმცირესობების აბიტურიენტები, ერთწლიანი ქართული ენის პროგრამის სტუდენტები თუ საბაკალავრო საფეხურის სტუდენტები საშეღავათო პოლიტიკის განხორციელების პერიოდში.

კვლევის სამიზნე აუდიტორიას შეადგენდნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, უმაღლესი განათლების ინსტიტუტების ადმინისტრაციული და აკადემიური კოლექტივი, სტუდენტები და სხვა ჩართული მხარეები.

კვლევის მეთოდები: სამაგიდე კვლევა, პირისპირ ინტევიუ, ფოკუს ჯგუფი, ანკეტირება.

 

კვლევის ანგარიშის ელ.ვერსია