სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის - CCIIR თანამშრომლებმა თამარ ანთაძემ და ელენე ჯაჯანიძემ თსუ-ს ქართულ ენაში მომზადების პროგრამის სტუდენტებისათვის ტრენინგები ჩაატარეს.

15 დეკემბერს, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრში საქართველოს უნივერსიტეტების წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა შეეხებოდა უნივერსიტეტთაშორისი ქსელის შექმნის იდეის განხილვას.

8 ნოემბერს, ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში "სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა" CCIIR გამართა კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია, რომელიც ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი პროგრამის ეფექტურობას ეხება.

1-3 ოქტომბერს, ბაკურიანში სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა ჩაატარა სამდღიანი სამუშაო შეხვედრა იმ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებთან, რომლებშიც არაქართულენოვანი სტუდენტები სწავლობენ საშეღავათო პოლიტიკის (კვოტირების სისტემა) ფარგლებში. შეხვედრა

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა პროექტის ფარგლებში დაიწყო კვლევითი კომპონენტის განხორციელება. კვლევა ეხება განათლების სამინისტროს მიერ ინიცირებულ "საშეღავათო პოლიტიკის" ეფექტურობის შესწავლას.

2-5 აპრილს უკრაინაში, კიევში გაიმართა პროექტის "მულტილინგვურ მასწავლებელთა მომზადების პროგრამების შექმნა და დანერგვა საქართველოსა და უკრაინის უნივერსიტეტებში" (DIMTEGU) კონსორციუმის წევრთა შეხვედრა. პროექტი ევროკომისიის ტემპუსის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და მისი ზოგადი მიზანია საქართველოსა და უკრაინაში მულტილინგვური განათლების რეფორმის ხელშეწყობა.

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა დაიწყო საინფორმაციო შეხვედრების გამართვა არაქართულენოვან აბიტურიენტებთან, რომლებიც სწავლის გაგრძელებას საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში აპირებენ.

9 დეკემბერს, თსუ ახალგაზრდულ ცენტრში "ტოლერანტობის სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" (PİTA) ფარგლებში, საქართველოს გაეროს ასოციაციის წარმომადგენელი ანა ბუიანოვა თსუ ახალგაზრდული ცენტრის წევრებს შეხვდა.

2 დეკემბერს, თსუ მე-7 კორპუსში "თსუ ახალგაზრდული ცენტრი" გაიხსნა. ღონისძიება ორგანიზებულ იქნა "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.

4 სექტემბერს, თსუ მე-7 კორპუსში, ახალ სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა“ თსუ ქართულ ენაში მომზადების პროგრამის სტუდენტებთან საორიენტაციო შეხვედრები ჩაატარა.

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა 10-12 ივლისს, კვარიათში მიმდინარე პროექტის - „მულტიკულტურული განათლების ასახვა მასწავლებელთა განათლების პროგრამებში“ ფარგლებში (დონორი - ფონდი ”ღია საზოგადოება-საქართველო”) პროექტის სამიზნე ქუთაისის, ბათუმისა და გორის უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლებსა და ხარისხის მართვის სამსახურების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.

26 ივნისს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა პროექტის „ინოვაციური მოქმედება გენდერული თანასწორობისათვის“ ანგარიშისა და შედეგების პრეზენტაცია გამართა.

11 ივნისს ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგმა, პარლამენტარმა ლევან ბერძენიშვილმა ჩაატარა ღია ლექცია თემაზე: ,,დემოკრატიული ღირებულებები ქართულ კულტურაში“.

5 ივნისს სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების ფაკულტეტთან ერთად გამართა ინტერკულტურული ღონისძიება „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“.

პროექტი #1: „ინოვაციური მოქმედება გენდერული თანასწორობისათვის“
დონორი ორგანიზაცია: გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women), ევროკავშირი