14 დეკემბერს სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა (CCIIR) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, USAID-ის პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში, თსუ ახალგაზრდული ცენტრი გახსნა.


🔵 USAID-ის პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ 5-წლიანი პროგრამაა, რომელიც ემსახურება ახალგაზრდების სამოქალაქო ინტეგრაციასა და ეკონომიკურ გაძლიერებას. მიზნად ისახავს უმცირესობების ჩართულობის გაზრდას საჯარო პოლიტიკის ყველა საკითხში, სექტორთა თანამშრომლობის გზით მათი ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობას და სოციალური, სამოქალაქო და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას უმცირესობასა და უმრავლესობას შორის.
🤝 პროგრამა ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. თსუ ახალგაზრდული ცენტრის ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ პროგრამის პარტნიორი ორგანიზაცია „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი“ (CCIIR) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
🎯 თსუ ახალგაზრდული ცენტრის მიზნებია:
• ახალგაზრდების გაძლიერება;
• ახალგაზრდების სოციალური და სამოქალაქო ინტეგრაცია;
• სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობა;
• ახალგაზრდების ეკონომიკური ინტეგრაცია, შრომით ბაზართან შესაბამისი უნარების გაუმჯობესება;
• ახალგაზრდების სამუშაო მზადყოფნის უზრუნველყოფა.
🗣️ შეხვედრა გახსნეს და ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის (CCIIR) ხელმძღვანელმა შალვა ტაბატაძემ; USAID პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ხელმძღვანელმა ლაშა ჯუღელმა; თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ნანა გაფრინდაშვილმა; თსუ ჰუმანიტარული ფაკულტეტის ქართულ ენაში მომზადების პროგრამის ხელმძღვანელმა ინგა სანიკიძემ.
🗣️ თსუ ახალგაზრდული ცენტრის მიზნები დამსწრე საზოგადოებას გააცნო ელენე ჯაჯანიძემ, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის პროექტების კოორდინატორმა.
🗣️ თანატოლგანმანათლებლობაზე და ახალგაზრდული აქტივიზმის შესახებ ისაუბრეს, გამოცდილება გაუზიარეს ზაურ სამხარაძემ, ერნა შკოიანმა, გიულგიუნ მამედხანოვამ.