30 იანვარს, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა (CCIIR) სხვადასხვა უნივერსიტეტის განათლების პროგრამების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა. 


 სამუშაო შეხვედრა ეხებოდა სწავლების საუნივერსიტეტო საფეხურზე განათლების პროგრამებში გენდერის საკითხების ინტეგრირებას. შეხვედრის მიზანი პროექტის ფარგლებში შემუშავებული სილაბუსის სხვადასხვა უნივერსიტეტის მიერ დანერეგვის გამოცდილების გაზიარება, არსებული გამოწვევევებისა და საჭიროებების განხილვაა.

 სამუშაო შეხვედრაზე პროექტის მიზნების, პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგების შესახებ სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის პროგრამულმა დირექტორმა, განათლების სპეციალისტმა ნათია გორგაძემ ისაუბრა და მონაწილე პროფესორ-მასწავლებლებს განათლებაში გენდერის საკითხების ინტეგრირების საუკეთესო პრაქტიკები გააცნო.
პროექტის ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უკვე დაიწყო განათლების პროგრამებში გენდერის საკითხების დანერგვა და პედაგოგიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორმა, ლელა თავდგირიძემ ბათუმის უნივერსიტეტის გამოცდილება კოლეგებს გაუზიარა.

გენდერულად გამართული სწავლების სილაბუსის დანერგვის გამოცდილება და არსებული გამოწვევები შეხვედრაზე, აგრეთვე, ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის უნივერსიტეტის უცხო ენათა შემსწავლელი ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო კვარაცხელიამ გაგვაცნო.
სამუშაო შეხვედრა პროგრამა „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“ ფარგლებში გაიმართა, პროგრამა ერთობლივად ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციაა სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (CCIIR).