სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა (CCIIR) ახალი ბიულეტენი მოამზადა: სასკოლო კვების პროგრამის დანერგვის შესაძლებლობები საქართველოში არსებული სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით.

 ბიულეტენში განხილულია:

🔹საქართველოში არსებული სოციალური მდგომარეობის შესახებ სტატისტიკური მონაცემები;

🔹 სოციალური დახმარების მიზნობრივ პროგრამაში რეგისტრირებული სასკოლო ასაკის (6-18) ბავშვების სტატისტიკური მონაცემები;

🔹გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ბავშვთა კეთილდღეობის კვლევა / რატომ ვერ იკვებებიან ბავშვები სასკოლო საათებში;

🔹სასკოლო კვების მოდელის დანერგვა (სხვადასხვა შეთავაზებული მოდელის მორგება არსებულ გამოწვევებთან და საქართველოს საგანმანათლებლო კონტექსტთან).

ბიულეტენი მომზადდა  USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით.