GEO | ENG განათლება სამოქალაქო ინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია
სიახლეები & ღონისძიებები დაგვიკავშირდით
  ახალი ამბები
2019-05-22
უნივერსიტეტთაშორისი ქსელის მორიგი შეხვედრა

უნივერსიტეტთაშორისი ქსელი პროგრამა PITA-ს ("ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა") ფარგლებში შეიქმნა და საქართველოს იმ 12 უმაღლეს სასწავლებელს აერთიანებს, რომლებშიც საშეღავათო პოლიტიკის ფარგლებში მიმდინარე 1+4 პროგრამა (ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი პროგრამა ეთნიკური უმცირესობის სტუდენტებისთვის) ფუნქციონირებს.

ურთიერთთანამშრომლობის ეს ელექტრონული პლატფორმა ხელს უწყობს მათ ერთობლივ მუშაობას როგორც საუნივერსიტეტო, ისე პროგრამულ დონეზე. უზრუნველყოფს მხარეების რეგულარულ შეხვედრებს ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარების მიზნით, როგორც ენის სწავლების მეთოდიკის, ისე პროგრამის ადმინისტრირებისა და სწავლების კომპონენტების კუთხით. ასევე ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვისა და ორგანიზების მიზნით.

http://uninet.ge


<<<უკან

 © CENTER FOR CIVIL INTEGRATION AND INTER-ETHNIC RELATIONS
 Website Created by Givi Tvalavadze
ვებ გვერდი შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს"
ფინანსური მხარდაჭერით