GEO | ENG განათლება სამოქალაქო ინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია
სიახლეები & ღონისძიებები დაგვიკავშირდით
  ახალი ამბები
2018-06-01
პროექტის "საზოგადოების ინტეგრაცია მულტილინგვური განათლების გზით" ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები მიმდინარეობს

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა (CCIIR) მიმდინარე პროექტის "საზოგადოების ინტეგრაცია მულტილინგვური განათლების გზით" ფარგლებში დაიწყო მეორე ეტაპის განხორციელება. ამჯერად, პროექტში სკოლების ჩართვა იგეგმება, რომლებსაც ექნებათ სურვილი, მზაობა და შესაძლებლობა თავიანთ სკოლებში ბილინგვური სწავლების მოდელი დანერგონ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით სულ 20 საპილოტე სკოლა შეირჩევა ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებიდან.

სკოლების წარმომადგენლებისთვის, ზოგადად პროექტისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შერჩევის კრიტერიუმებისა და პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაწოდებლად, ორგანიზაცია მართავს საინფორმაციო შეხვედრებს სამიზნე რეგიონებში.

პროექტი "საზოგადოების ინტეგრაცია მულტილინგვური განათლების გზით" ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OSCE HCNM) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მიმდინარე ეტაპზე საპილოტე სკოლების შერჩევის გარდა ითვალისწინებს: 40 დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთა მომზადებას, ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლებისთვის მასალების მომზადებას, შერჩეული სკოლების დირექტორთა ტრენინგს ბილინგვური სწავლების პროცესის მართვის მიმართულებით, ასევე მონიტორინგისა და შეფასების ინსტრუმენტის შემუშავებას ბილინგვური სკოლებისთვის.


<<<უკან

 © CENTER FOR CIVIL INTEGRATION AND INTER-ETHNIC RELATIONS
 Website Created by Givi Tvalavadze
ვებ გვერდი შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს"
ფინანსური მხარდაჭერით