GEO | ENG განათლება სამოქალაქო ინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია
სიახლეები & ღონისძიებები დაგვიკავშირდით
  ახალი ამბები
2018-06-11
სკოლამდელი განათლების დაწესებულებების წარმომადგენლებისთვის ტრენინგების ციკლი გრძელდება

9-10 ივნისს, პროექტის "საზოგადოების ინტეგრაცია მულტილინგვური განათლების გზით" ფარგლებში მოწვეულმა ტრენერმა, ანა გოლუბევამ ორდღიანი ინტენსიური ტრენინგი ჩაატარა პროექტის ბენეფიციარი სკოლამდელი განათლების დაწესებულებების წარმომადგენლებისთვის ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებიდან.

ვრცლად>>>
2018-06-01
პროექტის "საზოგადოების ინტეგრაცია მულტილინგვური განათლების გზით" ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები მიმდინარეობს

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა (CCIIR) მიმდინარე პროექტის "საზოგადოების ინტეგრაცია მულტილინგვური განათლების გზით" ფარგლებში დაიწყო მეორე ეტაპის განხორციელება. ამჯერად, პროექტში სკოლების ჩართვა იგეგმება, რომლებსაც ექნებათ სურვილი, მზაობა და შესაძლებლობა თავიანთ სკოლებში ბილინგვური სწავლების მოდელი დანერგონ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით სულ 20 საპილოტე სკოლა შეირჩევა ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებიდან.

ვრცლად>>>
2018-05-07
პროექტის "საქართველოს ახალგაზრდობის მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობისთვის მომზადება" (DTYG) ფარგლებში სამუშაო შეხვედრები გაიმართა

4 დან 6 მაისის ჩათვლით პროექტის "საქართველოს ახალგაზრდობის მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობისთვის მომზადება" (DTYG) ფარგლებში სამუშაო შეხვედრები გაიმართა. შეხვედრების ძირითადი ნაწილი შეეხებოდა: უნივერსიტეტთაშორისი ასოციაციის მიმდინარე საკითხებსა და ქართულ ენაში მომზადების სააკრედიტაციო პროგრამების მომზადებას, პროექტის სამიზნე უნივერსიტეტებში ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების საბაკალავრო კურსის აკრედიტაციის მიმდინარეობას, ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლების პრინციპებსა და სწავლების მეთოდებს, საგნობრივი და ენობრივი მიზნების ურთიერთმიმართების საკითხებს, თემატური აქტივობების დაგეგმვას...

ვრცლად>>>
2018-05-02
პროექტის "საზოგადოების ინტეგრაცია მულტილინგვური განათლების გზით" ფარგლებში სატრენინგო სესიები ჩატარდა

28 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით, პროექტის "საზოგადოების ინტეგრაცია მულტილინგვური განათლების გზით" ფარგლებში გაიმართა მორიგი სატრენინგო სესიები პროექტის ბენეფიციარი სკოლამდელი განათლების დაწესებულებების წარმომადგენლებისთვის, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებიდან.

ვრცლად>>>
2018-04-20
სკოლის დამამთავრებელი საფეხურის არაქართულენოვან მოსწავლეთა რეკრუტირების კამპანია

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა, "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ფარგლებში, წელს უკვე მესამედ ჩაატარა სკოლის დამამთავრებელი საფეხურის არაქართულენოვან მოსწავლეთა რეკრუტირების კამპანია. კამპანია გულისხმობს საინფორმაციო შეხვედრებს არაქართულენოვან აბიტურიენტებთან, რომლებიც სწავლის გაგრძელებას საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში აპირებენ.

ვრცლად>>>
2018-03-26
პროექტის „საქართველოს ახალგაზრდობის მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობისათვის მომზადება“ DTYG ფარგლებში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

25-26 მარტს, ბაკურიანში გაიმართა მორიგი სამუშაო შეხვედრა პროექტის „საქართველოს ახალგაზრდობის მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობისათვის მომზადება“ DTYG ფარგლებში. შეხვედრა შეეხებოდა პროექტის სამიზნე უნივერსიტეტებში არსებული საბაკალავრო პროგრამების/კურსების სააკრედიტაციოდ წარდგენილი სილაბუსების („ტოლერანტობა და მრავალფეროვნება“) პრეზენტაციასა და განხილვას. ასევე შეხვედრა დაეთმო ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების“ კურსისთვის სხვადასხვა სასწავლო რესურსის მიმოხილვას, ტექსტების შერჩევის კრიტერიუმებისა და CLIL მიდგომის განხილვას.

ვრცლად>>>
2018-03-24
CCIIR-მა პროგრამა PITA-ს ფარგლებში ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გამართა

23-24 მარტს, ბაკურიანში, "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ფარგლებში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა პროგრამაში ჩართული უნივერსიტეტების მონაწილეობით. ორდღიან სამუშაო შეხვედრაზე, მონაწილეებმა საუნივერსიტეტო ქსელის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოს ანგარიში წარადგინეს და იმსჯელეს როგორ უნდა მოხდეს სასწავლო პროცესში მრავალფეროვნების ასახვა. მათ ასევე განიხილეს ქართულ ენაში მომზადების პროგრამის აკრედიტაციის საკითხი და საუნივერსიტეტო ქსელის ფარგლებში ერთობლივი სამოქალაქო აქტივობებიც დაგეგმეს.

ვრცლად>>>
2018-02-21
საერთაშორისო კონფერენცია მულტილინგვური განათლების საკითხებზე

15-17 თებერვალს, თსუ-ში გაიმართა რიგით მესამე საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: მეორე ენის სწავლა/სწავლება მულტილინგვური განათლების კონტექსტში.

სამდღიანი საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრთან (CCIIR), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ტარტუს უნივერსიტეტთან (ესტონეთი) თანამშრომლობით.

ვრცლად>>>
2017-12-25
პროექტის ფარგლებში, უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან რამდენიმედღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

22-25 დეკემბერს, ბაკურიანში გაიმართა სამუშაო შეხვედრა პროექტის "საქართველოს ახალგაზრდობის მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობისათვის მომზადება" (Prepare for Diversity and Develop Tolerance Among the Youth of Georgia (DTYG)) ფარგლებში.

ვრცლად>>>
2017-12-24
ტრენინგები სკოლამდელი განათლების დაწესებულებების წარმომადგენლებთან

20-24 დეკემბერს, CCIIR-მა ბაკურიანში გამართა სატრენინგო სესიები პროექტის "საზოგადოების ინტეგრაცია მულტილინგვური განათლების გზით“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OSCE HCNM) ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანია მხარი დაუჭიროს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის შესახებ საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმასა და სტრატეგიას.

ვრცლად>>>
პირველი გვერდი > [2] > [3] > [4] > [5] > [6] > [7] > [8] > [9] > [10] > [11] > [12] > [13]
 © CENTER FOR CIVIL INTEGRATION AND INTER-ETHNIC RELATIONS
 Website Created by Givi Tvalavadze
ვებ გვერდი შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს"
ფინანსური მხარდაჭერით