GEO | ENG განათლება სამოქალაქო ინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია
სიახლეები & ღონისძიებები დაგვიკავშირდით
● სკოლამდელი განათლების დაწესებულებების წარმომადგენლებისთვის ტრენინგების ციკლი გრძელდება

9-10 ივნისს, პროექტის "საზოგადოების ინტეგრაცია მულტილინგვური განათლების გზით" ფარგლებში მოწვეულმა ტრენერმა, ანა გოლუბევამ ორდღიანი ინტენსიური ტრენინგი ჩაატარა პროექტის ბენეფიციარი სკოლამდელი განათლების დაწესებულებების წარმომადგენლებისთვის ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებიდან.

ვრცლად

● პროექტის "საზოგადოების ინტეგრაცია მულტილინგვური განათლების გზით" ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები მიმდინარეობს

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა (CCIIR) მიმდინარე პროექტის "საზოგადოების ინტეგრაცია მულტილინგვური განათლების გზით" ფარგლებში დაიწყო მეორე ეტაპის განხორციელება. ამჯერად, პროექტში სკოლების ჩართვა იგეგმება, რომლებსაც ექნებათ სურვილი, მზაობა და შესაძლებლობა თავიანთ სკოლებში ბილინგვური სწავლების მოდელი დანერგონ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით სულ 20 საპილოტე სკოლა შეირჩევა ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებიდან.

ვრცლად

● სკოლის დამამთავრებელი საფეხურის არაქართულენოვან მოსწავლეთა რეკრუტირების კამპანია

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა, "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ფარგლებში, წელს უკვე მესამედ ჩაატარა სკოლის დამამთავრებელი საფეხურის არაქართულენოვან მოსწავლეთა რეკრუტირების კამპანია. კამპანია გულისხმობს საინფორმაციო შეხვედრებს არაქართულენოვან აბიტურიენტებთან, რომლებიც სწავლის გაგრძელებას საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში აპირებენ.

ვრცლად

● პროექტის "საქართველოს ახალგაზრდობის მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობისთვის მომზადება" (DTYG) ფარგლებში სამუშაო შეხვედრები გაიმართა

4 დან 6 მაისის ჩათვლით პროექტის "საქართველოს ახალგაზრდობის მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობისთვის მომზადება" (DTYG) ფარგლებში სამუშაო შეხვედრები გაიმართა. შეხვედრების ძირითადი ნაწილი შეეხებოდა: უნივერსიტეტთაშორისი ასოციაციის მიმდინარე საკითხებსა და ქართულ ენაში მომზადების სააკრედიტაციო პროგრამების მომზადებას, პროექტის სამიზნე უნივერსიტეტებში ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების საბაკალავრო კურსის აკრედიტაციის მიმდინარეობას, ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლების პრინციპებსა და სწავლების მეთოდებს, საგნობრივი და ენობრივი მიზნების ურთიერთმიმართების საკითხებს, თემატური აქტივობების დაგეგმვას...

ვრცლად

  სტატიები
სკოლის დამამთავრებელი საფეხურის არაქართულენოვან მოსწავლეთა რეკრუტირების კამპანია >>
პროექტის „საქართველოს ახალგაზრდობის მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობისათვის მომზადება“ DTYG ფარგლებში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა >>
CCIIR-მა პროგრამა PITA-ს ფარგლებში ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გამართა >>
საერთაშორისო კონფერენცია მულტილინგვური განათლების საკითხებზე >>
პროექტის ფარგლებში, უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან რამდენიმედღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა >>
 ყველა სტატია >>

 © CENTER FOR CIVIL INTEGRATION AND INTER-ETHNIC RELATIONS
 Website Created by Givi Tvalavadze
ვებ გვერდი შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს"
ფინანსური მხარდაჭერით